ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 11 იანვარი

22views

iMac ძალიან კარგ კომპიუტერად ითვლება დღიდან მისი გამოშვებისა. ის კარგი იყო აბსოლუტურად ყველაფერში, თუმცა გაერკვეული ხარვეზი მასაც გააჩნდა. მომხმარებლებს, რომლებიც iMac-ზე გადადიოდნენ, საკუთარი ძველი მოწყობილობების გადაყრა უხდებოდათ, მათ შორის საკმაოდ კარგი მონიტორებისაც. ბევრს ასეთი იდეა არ მოეწონა, ამიტომ Apple-მა შემდეგი რამ მოიფიქრა.

რა გააკეთა ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ? რათქმაუნდა, ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი, რაც გააკეთეს კუპერტინოში — iMac-ის „შეკვეცილი“ მოდელის გამოშვება გახლდათ, სადაც არ იყო მონიტორი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. Apple-ის ხელმძღვანელობა დიდი ხანი არ თანხმდებოდა ამ ნაბიჯის გადაგმას. თუმცა საბოლოო ჯამში მომხმარებლებმა გაიმაჯვეს.

შედეგად, 2005 წლის 11 იანვარს Apple-მა წარმოადგინა ახალი კომპიუტერი. საუბარია, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, Mac mini-ზე. მაგრამ Apple-ს იმდენად მოეწონა „შეკვეცილი“ კომპიუტერის გამოშვება, რომ მონიტორთან ერთად კლავიატურაც და მაუსიც გააქრო კომპლექტაციიდან.

Comments

comments

Leave a Response