ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2005 წლის 10 იანვარი

61views

ტრადიციის თანახმად, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, Macworld Expo-ს ყოველ გამოფენაზე მიმდინარე წელს სტივ ჯობსი აცხადებდა „რაიმეს წლად“. ასე მაგალითად, 2003 წელი იყო „ნოუთბუკის წელი“. და მართლაც, იმ წელს გაყიდული მაკების ნახევარი სწორედ ნოუთბუკი გახლდათ.

2005 წელს სტივ ჯობსის პროგნოზი ასევე მრავლისმეტყველი იყო: High Definition ვიდეო (ან უბრალოდ Video HD). მაგრამ ვერავინ მიხვდა, თუ რას გულისხმობდა სტივი. ბევრი ვერსია იყო, მაგრამ ერთიანი აზრის გარეშე.

შედეგად, ყველა კითხვას წერტილი დაუსვა თვითონ ჯობსმა. Apple-მა გამოუშვა Final Cut Pro HD და iMovie HD. სულ ეს იყო. იმ დროს კამერები, რომლებსაც HD-ხარისხის მხარდაჭერა გააჩნდათ, სამი ათას დოლარზე მეტი ღირდა. Apple მზად იყო HD-ისათვის, მომხმარებლები — არა.

მაგრამ როგორც წესი, სტივ ჯობსის ყველა შეცდომა მალე ეცემა დავიწყებას. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, 2005 წლის 10 იანვარს.

Comments

comments

Leave a Response