გავრცელდა ინფორმაცია რომ შესაძლოა Apple-მა და Samsung-მა შეწყვიტონ სასამართლო ომი. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიხედვით, კომპანიის ხელმძღვანელები დათანხმდნენ მოლაპარაკებაზე. ოფიციალური შეხვედრა უნდა შედგეს 19 თებერვლამდე 2014 წლის, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
ამის შესახებ ცნობილი გახდა საბუთებიდან რომელიც სასამართლოს გადასცეს კომპანიების წარმომადგენლება სამართლის კუთხით. თუ კომპანიები მიაღწევენ შეთანხმებას, 31 მარტს დანიშნული სასამართლო პატენტების დარღვევის შესახებ გაუქმდება.
მიუხედავად ამისა, ეს არც თუ ისე რეალური განვითარებაა მოვლენების რადგან ადრეც მოხდა მსგავსი ტიპის შეხვედრა რის შედეგადაც შეთანხმება არ შედგა.
შეგახსენებთ, 2012 წელს სასამართლომ დაადგინა რომ Samsung-მა არაკანონიერად გამოიყენა Apple-ის ინტელექტუალური საკუთრება და ჯარიმის სახით უნდა გადაუხადოს მილიარდ დოლარზე მეტი. საქმის ხელმეორედ გადახედვის შემდეგ თანხა შემცირდა. ამას არ დაეთანხმნენ კუპერტინოდან და ახლა მათ მოითხოვეს საქმის ხელახლა გადახედვა. შედეგად Apple-მა დამატებით $290 მილიონის მიიღო Samsung-ისგან. საერთო ჯამში ამერიკულმა ხილის კომპანიამ მისი სამხრეთ კორეული კონკურენტისგან $930 მილიონი მიიღო კომპენსაციის სახით.