წარმოვიდგინოთ სიტუაცია: ხართ შეხვედრაზე. შესვლის წინ მარცხენა მხარეს მდებარე ღილაკით გადავიყვანეთ უხმო რეჟიმში. ტელეფონი გიდევთ მაგიდაზე და არ ფიქრობთ იმაზე რომ უცბად შეიძლება დარეკოს და უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. თუმცა უცბად მოდის iMessage-ით 4 შეტყობინება ზედიზედ, რომელიც თქვენმა მეგობარმა მოგწერათ. თქვენმა ტელეფონმა “გაგყიდათ” და ოთხჯერ საკმაოდ ხმამაღლა გაისმა ვიბრაციის ხმა, შედეგად გაწითლდით და ჩავარდით უხერხულ სიტუაციაში.
ამ ყველაფრის ასარიდებლად, შეხვედრაზე შესვლის წინ შეგიძლიათ გამორთოთ ვიბრაცია უხმო რეჟიმში და თამამად დადოთ ტელეფონი მაგიდაზე 🙂