მოგება — ნებისმიერი კომპანიის მთავარი მაჩვენებელია, რომელიც ამ კომპანიას საშუალებას აძლევს იყოს ბაზარზე და აკეთოს თავისი საქმე. სამწუხაროდ, Apple 90-იან წლებში მოგებით ვერ დაიკვეხნიდა. მუდმივი ზარალი არა მარტო კომპანიის შეშფოთებას იწვევდა, არამედ მის ინვესტორებსაც. ბოლო-ბოლო ეს შეშფოთება მთლიანად მაკ-საზოგადოებასაც გადაედო.
იმ ფაქტის გაანალიზებით, რომ მოგება და მხოლოდ მოგება იძლევა საშუალებას შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მათ შორის საკუთარიც, Apple-ის ხელმძღვანელობამ დაიწყო აქტიური მოქმედება. Apple-ის კომპიუტერები გაყიდვაში გამოჩნდა ComUSA-ს მაღაზიებში, გაიხსნა ონლაინ-მაღაზიაც, ამუშავდა რეკლამა და ა.შ.
შედეგად, ამ მოქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ 1998 წლის 8 იანვარს სტივ ჯობსმა გამოფენაზე MacWorld Expo სცენიდან ერთი ფრაზა მიაწოდა დამსწრეებს, One More Thing-ის ნაწილში:
ო, დიახ. ჩვენ პლიუსში ვართ!
ამ სიტყვებით დაწყო Apple-ისთვის წარმატების ახალი ხანა.