2003 წელი დახუნძლული იყო სიახლეებით კუპერტინოსთვის: რაღაცაზე უარის თქმა მოუწიათ, რაღაცა პირიქით — დააანონსეს. ასე მაგალითად, MacWorld Expo-ზე, რომელიც 2003 წელს სან-ფრანცისკოში ტარდებოდა, Apple-მა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ ის წყვეტს AirPort Base Station-ისა და AirPort Card-ის წარმოებას.
მაგრა, ზოგი ჭირი — მარგებელიაო, იტყვიან. 2003 წლის 7 იანვარს ამ განცხადების შემდეგ, კუპერტინოელებმა გამოაცხადეს ახალი მოწყობილობების გამოშვების შესახებ, რომლებიც იყენებდნენ 802.11g პროტოკოლს.
ახალი პროტოკოლი, რომელიც მოწყობილობების გამოშვების დროს ჯერ დამტკიცებულიც კი არ იყო, თავსებადი იყო 802.11b პროტოკოლთან. გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე 54 მბიტ/წმ.
AirPort Extreme Base Station-ს ორი 10Base-T Ethernet პორტი გააჩნდა, ერთი USB-პორტი (მაგალითად, პრინტერის მისაერთებლად) და კიდევ ერთი პორტი ანტენისათვის.
AirPort Express Base Station — საბაზო სადგურის გამარტივებული ვერსია გახლდათ, რომელსაც მხოლოდ ერთი Ethernet და USB-პორტები გააჩნდა.