Mac OS 9-ში დაგეგმილ ცვლილებებზე მრავალი წლის განმავლობაში საუბრობდნენ. მაგრამ ვერავინ, აბსოლუტურად ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ ცვლილებები ასეთი დიდი იქნებოდა. მომხმარებელთა უმრავლესობა უბრალოდ ფიქრობდა, რომ კუპერტინო უბრალოდ გაუმჯობესებულ ვერსიას აჩვენებდა.
მთავარი გაუმჯობესება, რომელსაც ელოდნენ Apple-ისგან, უნდა შეხებოდა მრავალამოცანიანობის საკითხს (Multitasking), თუმცა კუპერტინომ მეტი გააკეთა, ვიდრე ელოდნენ.
სრულიად გადამუშავდა Finder, დიდტემაში დაემატა Dock და რევოლუციური ინტერფეისი Aqua. სხვათაშორის, სტივ ჯობსს იმდენად მოსწონდა განახლებული ინტერფეისი, რომ ერთხელ თქვა: „იმდენად ლამაზია, რომ ალოკვა მოგინდებაო“.
მოკლედ, Mac OS 9-ის განახლებაზე საუბარიც არ იყო. არამედ სრულიად ახალი საოპერაციო სისტემის გამოშვებაზე.
2000 წლის 6 იანვარს გამოფენაზე MacWorls Expo პირველად აჩვენეს Mac OS X-ის პირველი ბეტა-ვერსია.