iPad-ის პირველი თაობა წარმოგვიდგინეს 2010 წელს. მიუხედავად ვაშლის კომპანიის მოყვარულთა ბედნიერებისა, მრავალმა ანალიტიკოსმა სკეპტიკურად შეხედა iPad-ის გამოსვლას, არ მოეწონა დახურული საოპერაციო სისტემა და ეჭვი გამოთქვა მომავალში აპლიკაციების საკმარის რაოდენობაზე. თუმცა, როგორც ახლა ვხედავთ, ისინი ყველანი ცდებოდნენ.
აპლიკაციები, რომლებიც სპეციალურად iPad-ისათვის დაიწერა, საკმარისი იყო App Store-ში. იმდენად საკმარისი, რომ 2011 წელს მომხმარებლებმა სამი მილიარდი ჩამოტვირთვა განახორციელეს iPad-იდან.
იმ დროისათვის ეს ყველა ჩამოტვირთვის 19%-ს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ iPhone-ის მომხმარებლებს ამისათვის ორი წელი დასჭირდათ.
სხვათაშორის, ანდროიდზე იმავე დროს მხოლოდ 440 მილიონი ჩამოტვირთვა იყო. მნიშვნელოვანი სხვაობაა.