კომპიუტერმა Apple I სტივ ჯობსსა და სტივ ვოზნიაკს დაახლოებით რვა ათასი დოლარი მოგება მოუტანა. დიდი ფული იყო იმ დროისათვის, თუმცა საკმაოდ მცორე სერიოზული ბიზნესის დასაწყებად. სერიოზულ ბიზნესში იგულისხმება ახალი მოდელის, Apple II-ის გამოშვება.
ორ სტივს დიდხანს ფიქრი არ დაუწყია იმაზე, თუ რა გაეკეთებინათ შემდგომში. ისინი უბრალოდ მივიდნენ კომპანიაში Commodore და შეეცადნენ საკუთარი კომპანიის გაყიდვა სულ რაღაც 100 ათას დოლარად. იმისათვის, რომ გარიგება შემდგარიყო, მათ მოამზადეს დასაბუთებული პრეზენტაცია, რომელიც ყვებოდა Apple II-ის შესახებ და გაემგზავრნენ Commodore-ის დასაპყრობად.
Commodore-ში პრეზენტაცია ნახეს, სტივებს მოუსმინეს და ახალგზარდა მეწარმეები უარით გამოისტუმრეს.
აი ამ დროს სცენაზე გამოდის Intel-ის გადამდგარი ტოპ-მმართველი მაიკ მარკულა. როგორც ჩანს, მას მოსწყინდა პენსიაზე ყოფნა და გადაწყვიტა ახალგაზრდობა გაეხსენებინა. და სწორედ ამ დროს ორი, პერსპექტიული ახალგაზრდა მეწარმე გააფთრებული ეძებდა დამფინანსებელს საკუთარი პროექტისათვის. მარკულამ პროექტი ღირსეულად შეაფასა და სტივების კომპანიაში 92 ათასი დოლარი დააბანდა.
ბიუჯეტი ეყოთ იმაზე, რომ Bank of America-ში 250 ათას დოლარიანი საკრედიტო ხაზი გაეხსნათ და მუშაობა დაეწყოთ.
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. ფინანსური საკითხი კი მოგვარდა დროებით, მაგრამ აი იურიდიული კი მხოლოდ ახლა იჩენდა თავს. ამიტომ 1977 წლის 3 იანვარს კომპანია Apple ოფიციალურად დარეგისტრირდა კორპორაციად Apple Computer Inc.