მუსიკალური დამკვრელი iPod ფრიად წარმატებული გამოდგა Apple-ისათვის, უფრო მეტიც, ის გახდა კუპერტინოს შემოსავლის ძირითადი წყარო. იმის გარდა, რომ Apple მოგებას ნახულობდა უშუალოდ დამკვრელების გაყიდვით, ის აგრეთვე ხელს უწყობდა iTunes-ის მედია-შიგთავსის გაყიდვებს. თუმცა ოდესღაც iPod-ების წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
ეჭვები, პირველ რიგში ეხებოდა არა იმას, საჭიროა, თუ არა ციფრული აუდიო-დამკვრელები საზოგადოებისათვის (ამის ეჭვები სწორედაც რომ არ არსებობდა), არამედ იმას, გახდებოდა თუ არა iPod ბაზრის ლიდერი.
მაგრამ ყველა ეჭვი გაქარწყლდა 2005 წელს, როდესაც კომპანია Apple-მა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ მან შეძლო ორი მილიონი iPod-ის რეალიზაცია. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, რათქმაუნდა. ამგვარი სახის სიახლეებმა ცეცხლზე ნავთის დასხმასავიტ იმოქმედეს მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნაყიდი iPod.
2005 წლის 2 იანვარს Apple-მა გამოაცხადა, რომ 2004 წლის მეოთხე ფინანსურ კვარტალში მან კიდევ ორი მილიონი iPod-ის გაყიდვა შეძლო.