ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2003 წლის 1 იანვარი

31 დეკემბრის შუაღამე ახლოვდებოდა, როდესაც Apple-ში გადაწყვიტეს არსებითი ცვლილებები განეხორციელებინათ, რომლებიც Mac OS 9-ეხებოდა. ამ ცვლილებებით კომპანიამ არა მარტო გაანაწყენა კლასიკური ოს-ის მოყვარულები, არამედ საგონებელშიც ჩააგდო. ცვლილებები, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ეხებოდა ძველი აპლიკაციების მუშაობის შესაძლებლობას.

Apple-მა გადაწყვიტა დაევიწყებინა წარსული და მხოლოდ წინ ევლო, მომავალში. ამიტომ OS X-ის PowerPC-ს ვერსია თავსებადი გახდა Mac OS-ის ძველ პალიკაციებთან ემულატორის საშუალებით. შედეგად ძველი აპლიკაციების გაშვება შესაძლებელი გახდა საოპერაციო სისტემის ახალ ვერსიაში.

Apple-ის მიმართ უკმაყოფილება საკმარისად დიდი აღმოჩნდა. მაგრამ ამ წყრომამ არანაირი გამოხმაურება არ ჰპოვა არც Apple-ის მხრიდან, არც Mac-საზოგადოების მხრიდანაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საყვარელი კომპანიის გადაწყვეტილებას.

საკითხის ასეთი გადაწყვეტა პროგნოზირებადი იყო: Mac OS 9 აღარ იღებდა ჰანახლებას ორ წელზე მეტი ხანი.

Related posts