ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი

2011 წლის 31 დეკემბერს ჯონათან აივს, კომპანია Apple-ის სამრეწველო დიზაინის განყოფილების უფროს ვიცე-პრეზიდენტს, სპეციალური განკარგულებით რაინდის წოდება მიენიჭა, ბრიტანეთის იმპერიის რაინდ-კომანდორის ტიტული.

ჯონი Apple-ში 1992 წლიდან მუშაობს. მანამდე ის ლონდონში კომპანია Tangerine Design-ის თანამფლობელი გახლდათ, სადაც სავარცხლებისა და სანტექნიკის დიზაინს ქმნიდა. 1997 წლიდან ის Apple-ის სამრეწველო დიზაინის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო 2005 წლიდან — უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

თავის ბიოგრაფიაში Apple-ის დამფუძნებელმა, სტივ ჯობსმა აივს „სულიერი ძმა“ უწოდა.

ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გაიცემა განსაკუთრებული დამსახურებისათვის სხვადასხვა სფეროში. ამ ორდენის კავალერები სხვადასხვა დროს იყვნენ The Beatles, შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებელი, რუსი მსახიობი ვასილი ლივანოვი, ვიოლონჩელისტი და დირიჟორი მსტისლავ როსტროპოვიჩი და Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი.

Related posts