მშვენიერი წელიწადი გამოდგა 2013 წელი კომპანია Apple-ისთვის. მოდით გადავხედოთ გასულ 12 თვეს და შევაჯამოთ თუ რა მოხდა ამ თვეების განმავლობაში.
იანვარი
2013 წლის დასაწყისი საკმაოდ კარგი გამოდგა ფინანსური თვალსაზრისით. კომპანიამ გამოაქვეყნა ფინანსური შედეგები, სადაც აღნიშნული იყო რომ შემოსავალი უდრიდა $54.5 მილიარდს, საიდანაც მოგების წილი იყო $13.1 მილიარდი. მიუხედავად ამისა ბაზარმა არ დაუჭირა მხარი კუპერტინოს ამ დადებით განწყობას და Apple-ის ფასიანი ქაღალდების ფასი დაეცა. ამ ფაქტმა რათქმაუნდა ააღელვა აქციონერები, რადგან ჩათვალეს რომ კომპანიის ზრდა შენელდა.
ამავდროულად ჭორები გავრცელდა ბიუჯეტური iPhone-ის შესახებ, რომელიც კონტრაქტით ეღირებოდა $100 და გათვლილი იქნებოდა განვითარებადი ქვეყნების ბაზრისთვის.
ასევე ტიმ კუკი შეხვდა ჩინეთში მოღვაწე სატელეფონო ოპერატორებს.
თებერვალი
თებერვალში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ რომ Apple-ი აპირებს ჭკვიანი საათის გამოშვებას სახელად iWatch. ამის შესახებ წერდნენ ისეთი წყაროები როგორიც არიან The Wall Street Journal და New York Times.
ფინანსური მხარე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ფონდ Greenlight Capitals-ის წარმომადგენელმა დევიდ ეინჰორნმა Apple-ს სასამართლოში უჩივლა. იგი მოითხოვდა რომ კომპანიის მენეჯმენტს შეეწყვიტა პრივილეგირებული აქციების გამოშვება და კაპიტალი $137 მილიარდის ოდენობით განაწილებულიყო აქციონერებში. სასამართლო ეინჰორნის გამარჯვებით დასრულდა.
მარტი
დადგა გაზაფხული. ცნობილი გახდა რომ ჯონათან აივი ჩაუდგება სათავეში ახალი iOS 7-ის დიზაინს.
Apple-მა შეიძინა კომპანია WiFiSlam, რომელიც სპეციალიზირდება შენობის შიგნით სანავიგაციო პროგრამული უზრუნველყოფის შემქნაში.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ გამოვა iRadio და მომდევნო iPhone-ს ექნება თითის ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქცია.
აპრილი
Apple-მა გამოაქვეყნა მორიგი ფინანსური შედეგი. შემოსავალი შეადგენდა $43.6 მილიარდს, საიდანაც მოგება იყო $9.5 მილიარდი. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო ათი წლის განმავლობაში როდესაც მოგება შემცირდა. რათქმაუნდა ამ ფაქტმაც იმოქმედა აქციების ფასზე.
დაახლოებით ამავე დროს გავრცელდა სურათები ახალი iPhone 5c-ის, რომელსაც ექნებოდა პლასტმასის კორპუსი. ტიმ კუკმაც მინიშნებით დაადასტურა ეს ჭორი და თქვა რომ მალე ვიხილავთ პროდუქტების ახალ ხაზს.
მაისი
მაისი შედარებით წყნარი გამოდგა. აღსანიშნავია მხოლოდ ის რომ App Store-დან მოხდა 50 მემილიარდე გადმოქაჩვა, ქველმოქმედებისთვის კონკრეტულმა პიროვნებამ გადაიხადა $610,000 ტიმ კუკთან ყავის დასალევად და ასევე ტიმ კუკს მოუწია პასუხის გაცემა აშშ-ს სენატის წინაშე მისი ანგარიშების შესახებ რომლებიც ობშორულ ზონებში მდებარეობდა.
ივნისი
მაისისგან განსხვავებით ივნისი ძალზედ საინტერესო თვე გამოდგა რაც WWDC-ს დამსახურებაა. ჩვენ ვნახეთ ახალი iOS 7 და მისი რადიკალურად განსხვავებული დიზაინი, რამაც საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მომხმარებლებს შორის. ასევე დაანონსდა iRadio რაც საშუალებას იძლევა მოვუსმინოთ მუსიკას გამოწერის ფუნქციით.
ვიხილეთ ანონსი OS X Mavericks-ის, ვიხილეთ ახალი MacBook Air-ი Intel Haswell-ის პროცესორებზე და შთამბეჭდავი Mac Pro.
გაგრძელება შემდეგი თვეების შესახებ იხილეთ სტატიის მეორე ნაწილში.