ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი

სტუდენტების დიდი ნაწილი თვლის, რომ კოლეჯი — ერთგვარი საშუალებაა, რომელიც საჭიროა ცხოვრებაში ამათუიმ მიზნის მიღწევისათვის. უფრო მეტიც, თუ რეზიუმეში მითითებულია რომელიმე ცნობილი და პრესტიჟული კოლეჯი, თქვენთვის ღიაა პრაქტიკულად ყველა კარები. და მხოლოდ ერთეულები არიან დაინტერესებული უშუალოდ სწავლით, ვიდრე შემდგომი პრესპექტივებით.

ამ უკანასკნელთა შორის იყო სტივ ჯობსიც. მისთვის კოლეჯში სწავლა პირველ რიგში პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალება იყო და არა მითიური კარებების გაღების შესაძლებლობა. მაგრამ სამწუხაროდ, სტივ ჯობსი ხვდებოდა, რომ მისი ოჯახისათვის საკმაოდ დიდი ტვირთი იყო ის ფინანსური დანახარჯები, რასაც სწავლა ითხოვდა. გადაწყვეტილება კატეგორიული იყო — სტივმა მიატოვა სწავლა კოლეჯში.

ამით ისტორია არ მთავრდება. სტივმა კი მიატოვა სწავლა, მაგრამ კოლეჯი არ მიატოვა. უფრო მეტიც, მას ნება დართეს აბსოლუტურად უფასოდ დასწრებოდა კალიგრაფიის ლექციებს.

კალიგრაფიის ლექციებზე დასწრება სტივ ჯობსმა 1972 წლის 30 დეკემბერს დაიწყო.

Related posts