ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი

63views

1997 წლის ბოლო Mac-საზოგადოება განაგრძობდა შესაძლო პრეტენდენტების კანდიდატურებს Apple-ის ხელმძღვანელის პოსტზე. სტივ ჯობსი, თავის მხრივ განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ ის მხოლოდ დროებითი მმართველი იყო. თუმცა საქმეები სხვა რამეზე მეტყველებდნენ.

სტივ ჯობსის საქმეებისა და მოქმედების უთანხმოების შესანიშნავ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ისტორია შვეულმფრენის მოედანთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ Pixar-ის ხელმძღვანელობისას, სტივს ძალიან ხშირად უწევდა ორ სხვადასხვა ოფისს შორის გადაადგილება. საშუალოდ, ერთი მიმართულებით მგზავრობას საათი სჭირდებოდა, ხოლო საცობების შემთხვევაში დრო ორ, ან სამ საათამდე იზრდებოდა.

გასაგებია, რომ ასეთი დონის ხელმძღვანელის დრო ძალიან ძვირად ფასობს. ამიტომ სტივისთვის გადამწყვეტი გახდა დროის ოპტიმიზაციის საკითხი. ერთადერთი ვარიანტი — ჰაერით გადაადგილება გახლდათ.

სხვადასხვა ვარიანტის გადარჩევის შემდეგ, საბოლოო არჩევანი შვეულმფრენზე გაკეთდა.

1997 წლის 29 დეკემბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასცა ფრენების განხორციელების უფლება.

Comments

comments

Leave a Response