ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი

70views

როდესაც სტივ ვოზნიაკმა სკოლაში სწავლა დაასრულა, ის ქვეყნის აღმოსავლეთით გაემგზავრა და კოლორადოს უნივერსიტეტში ჩააბარა ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე. სამწუხაროდ, სწავლა ვერ წავიდა ისე, როგორც ეს ვოზს წარმოედგინა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მას ადვოკატის დაქირავება დასჭირდა, რათა რაღაცით მაინც დაეცვა თავი ალმა-მატერისაგან.

მაგრამ მე არ ვიცავ სტივ ვოზნიაკს. ვოზი იმდენად გაერთო კომპიუტერებით, რომ მთელ თავისუფალ დროს კოლორადოს უნივერსიტეტის გამოთვლით ცენტრში ატარებდა. შედეგად, სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ვოზი ძალიან ბევრ სამანქანო დროს ხარჯავდა (იმ დროს კატასტროფულად ძვირადღირებული რესურსი) და მას უნდა აენაზრაურებინა ეს დახარჯული დრო.

სიტუაცია დამძიმდა კიდევ იმ არასასიამოვნო ინციდენტით, რომელიც მოხდა სტუდენტურ კაფეტერიაში, სადაც მუშაობდა ვოზი. გაურკვეველი მიზეზის გამო რამდენიმე ასეული თეფში დაზიანდა.

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ამ ისტორიების ლოგიკური დასასრული გახდა სტივ ვოზნიაკის წამოსვლა კოლორადოს უნივერსიტეტიდან და კალიფორნიაში დაბრუნება. სადაც ვოზნიაკი ჯობსს შეხვდა.

თუმცა ამით უნივერსიტეტის ისტორია არ დასრულებულა. მან გაგრძელება ჰპოვა 1989 წლის 28 დეკემბერს: კოლორადოს უნივერსიტეტმა აღიარა სტივ ვოზნიაკის დამსახურება კომპიუტერულ ინდუსტრიაში და მას საპატიო დოქტორის ხარისხი გადასცა.

Comments

comments

Leave a Response