ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი

როდესაც სტივ ჯობსმა თავისი პირველი კომპიუტერი წარუდგინა საზოგადოებას NeXT სავაჭრო ნიშნით, მედია-საშუალებები აღტაცებული დარჩნენ — ძალიან საინტერესო კომპიუტერი გამოუვიდა სტივის. თუმცა, ის საინტერესო იყო მხოლოდ მიმომხილველთათვის. ჩვეულებრივი მომხმარებლები, რომელტათვისაც პირველ რიგში ფასი იყო მნიშვნელოვანი, ნაკლებად აღფრთოვანდნენ.

NeXT-ის მთავარი პრობლემა, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, დიდი ფასი იყო. ამის გარდა, ეს ფასი ვერ ამართლებდა მის ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც საკმაოდ სუსტი იყო: ატასტანდარტული ხისტი დისკი, შავ-თეთრი ეკრანი, დაბალი სისწრაფე.

NeXT-მა გადაწყვიტა ყველა ამ პრობლემის სწრაფი მოგვარება ბაზარზე ოთხი დამატებითი მოდელის გამოტანით. მათი სახელები იყო NeXTstation და NeXTcube.

ვერც ახალი მოდელების გამოსვლამ უშველა სიტუაციას. მაგრამ 1990 წლის 27 დეკემბერს მხოლოდ დებიუტი იყო და ავისმომასწავებელ შავ ღრუბელს ჯერ ვერავინ ხედავდა ჰორიზონტზე.

Related posts