იმისათვის რომ გავიგოთ ჩვენი მაკ კომპიუტერის სისტემური ინფორმაცია როგორიც არის პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი და სხვა დეტალური სპეციფიკაციები, სტანდარტულად შევდივართ Apple-ის მენიუში, შემდეგ About This Mac, More Info და შემდეგ System Report. გამოვიდა ოთხი სხვადასხვა ფანჯარა.
აღმოჩნდა რომ არსებობს ბევრად უფრო სწრაფი მეთოდი სისტემური ინფორმაციის სანახავად.
დააკლიკეთ Apple-ის მენიუს და შემდეგ დააჭირეთ option ღილაკს. ვნახავთ რომ ჩანართი About This Mac შეიცვლება და მის მაგივრად გამოჩნდება System Information. დააჭირეთ მას და გადავალთ პირდაპირ სისტემურ ინფორმაციაზე.