ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი

51views

თუ კარგად დავაკვირდებით კუპერტინოს კომპანიის ისტორიას, შევამჩნევთ, რომ Apple-ს დიდად არ უყვარს მომხმარებლების გახარება ახალი პროდუქტებით დეკემბერში. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი საჩუქრები სულ არ ხდება, უბრალოდ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა თვეებში. თუმცა ზოგიერთი დეკემბრის საჩუქარი მაინც შევიდა ისტორიაში.

ერთ-ერთი ასეთი გახლდათ კომპიუტერი Apple III. უფრო კონკრეტულად, არა თვითონ კომპიუტერი, არამედ მისი მოდიფიკაცია, ცნობილი როგორც Apple III+.

საწყისი მოდელი უბრალოდ საშინელი იყო. არასასიამოვნოა, მაგრამ ასეთია სიმართლე, მწარე სიმართლე. ეტყობა, სტივ ჯობსის ტალანტი ამ კომპიუტერის შექმნისას შვებულებაში იყო გასული. Apple III სავსე იყო სხვადასხვა კონსტრუქციული ხარვეზებით, როგორიცაა გამაგრილებელი ვენტილატორის არქონა, ზოგიერთი სისტემური აპლიკაციის გაუმართავი მუშაობა და ა.შ.

ამ დასანანი ხარვეზების აღმოჩენის შემდეგ, Apple-მა ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ამ სიტუაციაში. კომპანიამ აღმოფხვრა ყველა პრობლემური დეფექტი, გააშალაშინა კონსტრუქცია სრულად და 1981 წლის 26 დეკემბერს გამოაცხადა ახალი მოდელის გამოსვლის შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცდელობას Apple-ისთვის განსაკუთრებული წარმატება არ მოუტანია.

Comments

comments

Leave a Response