Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა გაუგზავნა წერილი თანამშრომლებს. მასში აღწერილი იყო დასასრულისკენ მიმავალი 2013 წელი და მომავალი 2014 წლის დასაწყისი. “ათობით მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში ნახულობს Apple-ის პროდუქტებს პირველად. ის მომენტები მათთვის არის ჯადოსნური, და ეს თქვენი დამსახურებაა” ამბობს კუკი წერილის დასაწყისში.
კუკი აღნიშნავს, Apple-ის ახალ საწარმოო პროცესს Assembled in USA Mac Pro-ს და უწოდებს iOS 7-ს “ექსტრაორდინალურად ამბიციურ პროექტს”. “ჩვენ ვაგრძელებთ ლიდერობას სმარტფონების ბაზარზე iPhone 5s-ით; გამოვუშვით iOS 7; გამოვიდა OS X Mavericks უფასოდ; გავაცანით მომხმარებლებს iPad Air და iPad mini რეტინა ეკრანით და ამ კვირაში დაიწყო Shipping-ი Mac Pro-სი. კუკი ასევე აღნიშნავს 50 მილიარდ გადმოქაჩვას App Store-დან. Apple-მა ამ მაჩვენებელს მიაღწია დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ.
Apple-მა გადარიცხა ათობით მილიონი დოლარი წითელი ჯვრის ფონდში, ფილიპინებში ტაიფუნის დროს დაზარალებულთათვის და ასევე აქვს უდიდესი წვლილი Product(RED)-ის მხარდაჭერაში. ასევე აღსანიშნავია ჯონი აივის წვლილი Sotheby-ს Product(RED)-ის აუქციონზე ამ წლის დასაწყისში. Apple-ი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მხარს უჭერს თანასწორობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.
წერილის ბოლოს კუკი ულოცავს ყველას შობას და ამბობს რომ მას ეამაყება ასეთი თანამშრომლების ყოლა და აღნიშნავს რომ 2014 წელი იქნება როგორც მათთვის ასევე მომხმარებლებისთვის ძალიან საინტერესო, რადგან ვიხილავთ Apple-ის რამოდენიმე ახალ პროდუქტს.