ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 2009 წლის 24 დეკემბერი

14views

როგორც ალბათ ყველამ უკვე ვიცით, Apple მსოფლოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. დიახ, შესაძლოა ზოგიერთი კონკურნეტი დროდადრო ცდილობს მის ჩამოგდებას ამ პოზიციიდან, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ „ერთი ხილის კომპანიის“ საქმეები მაინც გადასარევად მიდის.

თუმცა, 2007 წლის ბოლომდე კომპანიის საქმეებოი ისეთი ვერ იყო. აქციების ფასი ბირჯაზე დაბალი გახლდათ. მაგრამ 2007 წლის ბოლოდან ყველაფერი შეიცვალა. აქციების ფასმა 125%-ით იმატა. და თითოეული მათგანი ფასმა 80 დოლარიდან (2007 წლის დასაწყისი) 200 დოლარამდე მოიმატა (2007 წლის ბოლო). მერე უიღბლობის პერიოდი კვლავ განმეორდა, კვლავ ვარდნა, კვლავ ზრდა და ისევ ვარდნა. და მერე კრიზისული პერიოდი დაუდგა არა მარტო Apple-ს, არამედ ყველა მის კონკურნეტსაც.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2009 წელს. Apple-ის ფასიანი ქაღალდები გაძვირდა. ანალიტიკოსები ამ ფაქტს უკავშირებდნენ იმას, რომ კომპანია სულ მცირე დროში აპირებდა ახალი პლანშეტური კომპიუტერის ჩევენებას. ამ შემთხვევაში ანალიტიკოსები არ შეცდნენ: 2010 წლის 27 იანვარს სტივ ჯობსმა წარმოადგინა პირველი iPad.

და პირველად კომპანიის ისტორიაში 2009 წლის 24 დეკემბერს აქციის ფასმა 209 დოლარს მიუკაკუნა.

Comments

comments

Leave a Response