ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1976 წლის 23 დეკემბერი

სტივ ვოზნიაკს ძალიან უყვარდა კომპანია Hewlett-Packard. ის არა მხოლოდ ტკბებოდა თავისი სამუშაოთი, არამედ უყვარდა ის პროდუქტები, რომლებსაც ის ქმნიდა თვითონ, ან რომელთა შექმნაშიც მონაწილეობას იღებდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის იძულებული გახდა დაეტოვებინა Hewlett-Packard, რათა გამხდარიყო Apple-ის შემადგენელი ნაწილი.

როდესაც ჯობსმა და მარკულამ მიიღეს გადაწყვეტილება Apple-ის შექმნის შესახებ, მათ გადაწყვიტეს, რომ ვოზნიაკი — სწორედ ის ადამიანია, ვინც მათ აკლიათ. მაგრამ თვითონ ვოზი არ ჩქარობდა Hewlett-Packard-იდან წასვლას. მისი გაგება ადვილია: ის სამსახურისგან არა მარტო სიამოვნებას ღებულობდა, არამედ აგრეთვე 24 ათას დოლარს წლიურად, რაც იმ დროისათვის ურიგო ფული არ იყო.

აი, რას ამბობდა სტივ ვოზნიაკი თავის ეჭვებზე:

…მერე მე დამირეკა ჩემმა ძველმა მეგობარმა, ალენ ბაუმმა, რომელთან ერთად ვსწავლობდი ჯერ სკოლაში და მერე კოლეჯშიც. სწორედ მან მიმიყვანა Hewlett-Packard-ში, სადაც თვითონ მუშაობოდა… ალენმა მითხრა, რომ მე შემიძლია გავხდე Apple-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წავიდე მართველობის კუთხით და გავხდე ნამდვილად მდიდარი ადამიანი. ან შემიძლია გავხდე Apple-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავრჩე ინჟინრად და გავხდე ნამდვილად მდიდარი ადამიანი. სწორედ მისგან გავიგე პირველად, რომ შემიძლია კომპანიის დაფუძნებაც და ინჟინრად დარჩენაც ლაბორატორიაში. მეც სწორედ ეს მინდოდა, ამიტომაც წამოვედი Hewlett-Packard-იდან იმავე, ან მეორე დღეს.

ეს გადამწყვეტი საუბარი სტივ ვოზნიაკსა და ალენ ბაუმს შორის 1976 წლის 23 დეკემბერს მოხდა.

Related posts