ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 22 დეკემბერი

87views

როდესაც სტივ ჯობსი ჯორჯ ლუკასისგან ყიდულობდა „იმას“ (არც კი ვიცი, რა ვუწოდო იმ დროინდელი ტერმინოლოგიით), რაც მოგვიანებით იქცა კინოსტუდია Pixar-ად, ის არც ვარაუდობდა, რომ ოდესმე „ეს“ გამოუშვებდა ფილმებს და ეს ფილმები ნამდვილ კომერციულ წარმატებას მიაღწევდნენ. სტივის ჩანაფიქრით, Pixar-ს უნდა გამოეშვა კომპიუტერები გრაფიკული სამუშაოებისათვის. მაგრამ როგორც იცით, ეს ასე არ მოხდა.

ყველა კომპიუტერი, რომელიც შექმნა Pixar-მა, ან ძალიან რთული იყო გამოყენების თვალსაზრისით, ან ძალიან ძვირი, ან როივე ერთად. ერთადერთი მუდმივი კლიენტი იყო Disney.

Pixar-ის კომპიუტერებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს რამოდენიმე მულტფილმის გაფერადებაში. პირველი ასეთი გახლდათ „პატარა ქალთევზა“, სადაც Pixar-ის კომპიუტერებმა სრულიად დამოუკიდებლად შეძლეს სცენის დამუშავება. ასე დაიწყო რევოლუცია მულტფილმების შექმნის პროცესში.

„პატარა ქალთევზა“ გაყიდვაში 1989 წლის 22 დეკემბერს გამოვიდა. ეს გახლდათ Pixar-ის პირველი მნიშვნელოვანი დებიუტი ბაზარზე.

Comments

comments

Leave a Response