სამშაბათს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვდა მაღალტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიების დირექტორებს, მათ შორის Apple-ის გენერალურ დირექტორს ტიმ კუკს. ძირითადი თემა იყო მთავრობის მიერ, ინტერნეტ მომხმარებლების სანქცირებულ თვალთვალზე და საიტზე healthcare.gov. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიხედვით შეხვედრის მთელი დრო დაეთმო მომხმარებლების უსაფრთხოებას.
როგორც ცნობილია აშშ-ს მთვარობა “უსმენდა” და აკონტროლებდა ინტერნეტ ტრაფიკს, სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს ტერაქტების და სხვა ექსტრემალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
თავის დროზე კომპანია Apple-მა გააკეთა ოფიციალური განცხადება რომ მთავრობის მიერ მოთხოვნა იმის შესახებ რომ თვალყური ედევნებინათ პირადი ინფორმაციისთვის, დეტალურად განიხილეს იურისტებმა და გაამართლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნებოდა ეს ინფორმაცია. ასევე ცნობილია რომ სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ მოხდა აშშ-ს მთავრობის და Apple-ის დაახლოება. სანამ სტივ ჯობსი ცოცხალი იყო, იგი არ უშვებდა არანაირ თანამშრომლობას მთავრობასთან, რადგან “საჭირო მეგობრები” ყავდა და შეეძლო უარის თქმა.
მათ ვისაც აღელვებთ ეს თემა, დარწმუნებით არის ცნობილი რომ iMessages, FaceTime, iCloud Keychain და Touch ID ოფიციალურად არის უსაფრთხო. შესაძლოა მომავალში გამოჩნდეს რაიმე მასალა იმაზე რომ ამ სისტემების გატეხვა შესაძლებელია, თუმცა დღესდღეობით ამის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.