90-იანი წლების მეორე ნახევარში Apple-ს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ახალი საოპერაციო სისტემა და ეს არავისთვის საიდუმლო არ იყო. მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ Apple-ს უკვე აღარ შეეძლო სისტემის საკუთარი ძალებით შექმნა. მდგომარეობა იმდენად სერიოზული და პრობლემატური იყო, რომ Apple-ში განიხილავდნენ კონკურენტების სისტემაზე გადასვლას: BeOS, Solaris, Windows NT.
BeOS, რომელიც Apple-ის ერთ-ერთ ყოფილ ხელმძღვანელს ეკუთვნოდა, ფავორიტად ითვლებოდა. მისი შანსები იმდენად მაღალი იყო, რომ ჟურნალების, MacWorld-ისა და MacUser-ის 1996 წლის დეკემბრის გამოცემებში უკვე დაიწყეს ამ საოპერაციო სისტემის ფუნქციებისა და შესაძლებლობების მიმოხილვა.
მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რომ კულისებში ნამდვილი იმო იყო გაჩაღებული ჯან-ლუი გასესა, რომელიც BeOS ფლობდა და სტივ ჯობსს შორის, რომლის საკუთრებაშიც NeXT გახლდათ.
ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ Apple-მა როგორც ყოველთვის ყველა შოკში ჩააგდო: 1996 წლის 20 დეკემბერს კუპერტინომ უცაბედად გამოაცხადა NeXT-ის შეძენის შესახებ. გასე დამარცხდა, ჯობსმა გაიმარჯვა.