ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1983 წლის 19 დეკემბერი

21views

ის, რასაც დღეს მრავალი პროფესიონალი და მარკეტინგის სპეციალისტი ყველაზე კარგი და ეფექტური სატელევიზიო რეკლამის ნიმუშს უწოდებს, 1983 წელს კინაღამ გახდა რეკლამა, რომელიც შესაძლოა ეთერში ვერ მოხვედრილიყო. მათი უმეტესობას, ვინც ნახა სარეკლამო რგოლი „1984“, მომენტალურად შეუყვარდა ეს სარეკლამო რგოლი და განიმსჭვალა მისი ფილოსოფიით. მაგრამ იყვენენ ისეთებიც, ვისაც უბრალოდ სძულდა ეს რგოლი.

რათქმაუნდა, ამაში გასაოცარი არაფერია: ადამიანები განსხვავდებიან, განსხვავდება მათი გემოვნებაც. და სამყაროში არაფერია იდეალური, რაც შეიძლება ყველა ადამიანს გამოადგეს. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ადამიანები, ვისაც არ მოეწონა ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლი, უბრალო ადამიანები არ იყვნენ, არამედ Apple-ის გამგეობის წევრები.

როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ ამ რგოლზე? ყველაზე კარგად ამ რეაქციას აღწერს მაიკ მარკულას ფრაზა, რომელიც მან წარმოთქვა ნახვის შემდეგ:

ვინ არის მომხრე, რომ გამოვცვალოთ სარეკლამო სააგენტო?

საბედნიეროდ, სარეკლამო რგოლის საბოლოო ბედ-იღბალი ჯონ სკალიზე იყო დამოკიდებული, რომელმაც მცირედი ფიქრის შემდეგ გადაურეკა სარეკლამო სააგენტოს ChiatDay-ს და სთხოვა გაეყიდათ ტელევიზიაში ნაყიდი დრო. მაგრამ სარეკლამო სააგენტოში ბრიყვები არ მუშაობდნენ: მათ გადაწყვიტეს მხოლოდ 30 წამის გაყიდვა, 90 ნაყიდი წამიდან და სარეკლამო რგოლს გადარჩენის ერთი შანსი დაუტოვეს.

აი ასე, 1983 წლის 19 დეკემბერს კინაღამ „მოკლეს“ ჩვენთვის კარგად ცნობილი და საყვარელი „1984“.

Comments

comments

Leave a Response