ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2004 წლის 18 დეკემბერი

აშს-სა და კანადის გამყოფი საზღვრის გადაკვეთა ძნელი არ არის. რომ იტყვიან, მთავარია მონდომება. მითუმეტეს, თუ ეს საზღვარი არა მარტო ყველა გრძელი, არამედ ყველაზე დაუცველიცაა. მაგრამ ყოველთვის ისე ადვილად არ ხდება რაღაცეები, ჩვენ რომ გვინდა. განსაკუთრებით, თუ საქმეში იურისტები ერთვებიან.

როდესაც აშშ-ს მოქალაქეები ტკბებოდნენ iTunes Music Store-თი, სწორედ რომ იურისტების გამოისობით ამ სერვისმა ვერ გადაკვეთა კანადის საზღვარი. რატომ არ მოეწონათ კანადა, რა დააშავა — გაუგებარია.

მთელი 18 თვით ჰქონდათ დაკეტილი წვდომა უბედურ კანადელებს iTunes Music Store-თან.

მაგრამ ისინი საბრძოლველად გამოვიდნენ: რამოდენიმე ონლაინ-პეტიცია, კილობაიტობით ტექსტები ფორუმებზე და საიტებზე, თვეები იმისათვის, რომ საავტორო უფლებების მატარებლებთან შეთანხმებულიყო საქმე და ა.შ. შედეგად, 2004 წლის 18 დეკემბერს iTunes იერიშით იღებს კანადის საზღვარს და ხსნის მუსიკალურ ბიბლიოთეკას მუსიკის ყველა მოყვარულისათვის.

Related posts