ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1992 წლის 17 დეკემბერი

AppleLink Personal Edition თავისი დროისათვის ერთობ უნიკალური სერვისი გახლდათ. მოდემის საშუალებით ამ სერვისის მომხმარებლებს შეეძლოთ Apple-ის სხვადასხვა რესურსებთან წვდომის მიღება. დღეს ამ სერვისის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან რაიმე. გასაგებიცაა, რატომ: Apple-მა ეს სერვისი AppleFest-ზე წარმოადინა და პრაქტიკულად მაშინვე უარი თქვა მასზე, გადაულოცა რა ყველა ნამუშევარი კომპანია Quantum Computing-ს.

Quantum Computing-მა სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით მოკიდა ხელი ამ სერვისს. და მცირე ჩასწორებების შემდგომ უკვე საკუთარი სახელით გამოუშვა ბაზარზე.

Apple-მა სამომხმარებლო ვერსიის გამოშვების შემდგომ, გადაწყვიტა კიდევ ერთი ვერსიის გამოშვება, ამჯერად სადილერო ქსელისათვის. და ვინაიდან Quantum Computing-ს უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა ამ სერვისის ამუშავებაში, წინადადებით მიმართა რომ სადილერო ვერსიაც მათ გაეკეთებინათ.

1992 წლის 17 დეკემბერს Apple და AOL ოფიციალურად შეთანხმდნენ და ამ უკანასკნელის ბაზაზე ამუშავდა სერვისი AppleLink პარტნიორებისათვის.

Related posts