როდესაც Apple-მა ის იყო წარმოადგინა თავისი მუსიკალური სერვისი iTunes Music Store, პირველი მოსაზრებები სკეპტიკური იყო. არავის სჯეროდა, რომ როდესმე მუსიკალური მაღაზია ყველაზე მსხვილი გახდებოდა ინეტერნეტში. თუმცა სულ მცირე დროში iTunes Music Store-მა დაამტკიცა თავისი სიცხოცლისუნარიანობა.
2004 წლის 16 დეკემბერს iTunes Music Store არა მარტო სიცოცხლისუნარიანი გახდა, არამედ შეეძლო დაეტრაბახა გაყიდვების მილიონიან ნიშნულებზე. მარავალმა ნალიტიკოსი, რომელიც ადრე სკეპტიკურ აზრებს აფრქვევდა, თევზივით დადუმდა.
iTunes Music Store-მ პირველი მილიონი დოლარი ერთ კვირაში იშოვნა. 100 მილიონი დოლარი ხუთ თვეში იქნა მიღწეული, ხოლო 200 მილიონი — კიდევ ხცრა თვის შემდეგ.
ვინ იფიქრებდა, რომ ოდესმე გაყიდული კომპოზიციების რაოდენობა მიაღწევდა 10 მილიარდიან ნიშნულს?