ალბათ თითოეულმა ჩვენმა მკითხველმა არა მარტო იცის, არამედ უნახავს კიდევაც სარეკალმო რგოლი „1984“. ეს რგოლი ნაჩვენები იყო აშშ-ს ტელევიზიით მხოლოდ ერთხელ. სამაგიეროდ როდის! „1984“ მაყურებელმა ნახა ამერიკული ფეხბურთის სუპერ თასის ფინალური მატჩის ტრანსლაციისას, 1984 წელს. ასეთი პრემიერა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოგვიენბით რგოლი ახალი ამბების გამოშვებაშიც ეჩვენებინათ და აგრეთვე კინოთეატრებშიც.
არაჩვეულებრივი ისტორიაა, ხომ მეთანხმებით? მყისიერი წარმატება, რომელსაც ხანგძლივი წარმატება მოჰყვა. სიმალდვილეში ყველაფერი ცოტა განსხვავევულად იყო. ერთი პაწია მომენტი გამოვტოვეთ მხოლოდ. ამ რგოლის ჩვენება სუპერ ფინალში არ იყო პირველი.
პირველად ის უჩვენეს 1983 წლის 15 დეკემბერს, ღამის პირველ საათზე პატარა ქალაქის ტვინ ფილის (აიდაჰოს შტატი) ადგილობრივი არხით.
ჩნდება კითხვა: „რატომ?“. რატომ ასეთ დროს, ასეთ პატარა არხზე? პასუხი ბანალურია და ზოგიერთს ალბათ გაგეცინებათ კიდევაც. საქმე იმაშია, რომ სარეკლამო რგოლის ჯერ კიდევ 1983 წელს ჩვენებით კომპანიამ შეძლო მონაწილეობის მიღება სარეკლამო რგოლების ნომინაციაში. ხოლო თუ რამდენმა ადამიანმა ნახა იმ პატარა არხზე ეს რგოლი, არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თვითონ ფაქტი ჩვენებისა. აი, ასე გლობალურად და ეშმაკურად მოიფიქრებს ხოლმე Apple თავის პროექტებს.