Xerox PARC ხშირად ეპატიჯებოდა სტივ ჯობს თავისთან, მაგრამ ერთი პრობლემა იყო: ამ ლაბორატორიაში მოხვედრა არც ისე ადვილი გახლდათ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს Xerox-მა და Apple-მა გამოსავალი ნახეს: Apple-მა უფლება დართო Xerox-ს ჩაედო ერთი მილიონი დოლარი მის აქციებში (რომლებიც იმ მონეტში ჯერ გამოშვებულიც არ იყო), ხოლო სანახვლოდ Xerox თავისი ლაბორატორიების კარებებს გაუღებდა Apple-ის თანამშრომლებს.
რათქმაუნდა სტივ ჯობსი არაფერს კარგავდა მაით, მხოლოდ იღებდა. ამიტომ მცირე ხანში Xerox-ის ლაბორატორიები გაივსო კუპერტინოელებით.
Xerox PARC-ის დათვალიერების წყალობაა, რომ Apple-მა შექმნა ისეთი პროექტები, როგორიებიცაა Lisa, Mac და ა.შ.
გარფიკულმა ინტერფეისმა გაყიდვები რამოდენიმეჯერ გაზარდა და „ერთი ხილის კომპანიას“ მრავალი მილიონი დოლარი მოუტანა. Xerox-მა ჩათვალა, რომ ისინი გააბითურეს. და რა ქნეს? ჰო, სასამართლოს მიმართეს.
სასამართლო პროცესი, რომელიც 1989 წლის 14 დეკმებრეს დაიწყო, დიდხანს გაგრძელდა. მაგრამ ხელშკერულება ხელშეკრულებაა და როგორც ალბათ ხვდებით, სასამართლო პროცესი Apple-ის გამარჯვებით დასრულდა.