როდესაც დღეს ადამიანებს ეკითხებიან Apple-ზე, პირველი რაც მათ ახსენდებათ, არის iPhone, iPad, iPod, ან რომელიმე Mac. მაგრამ, ცოტას თუ ახსოვს ზოგიერთი წარუმატებელი პროდუქტი: Lisa, Newton, QuickTake და ა.შ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის ყველაზე დიდი წარმატება, Apple II-იც ბევრს აღარ ახსოვს.
არადა, სწორედ Apple II-მა მისცა საშუალება კომპანიას დაეპყრო ბაზრის 15% თავის დროზე. შედარებისათვის, Macintosh-ებმა მხოლოდ 11%-ის აღება შეძლეს. და საერთოდ, რა საჭიროა რაიმე პროცენტებზე საუბარი, როცა ვიცით, რომ Apple II სხვადასხვა მოდიფიკაციებით ათ წელზე მეტ ხანი გამოდიოდა — ეს მართლა დიდი მიღწევაა.
სამწუხაროდ, იმის ზუსტად დათვლა, თუ რამდენი მოუტანა ამ მოდელმა კომპანიას მოგება, ძალიან რთულია, ანდა სულაც შეუძლებელი. ერთი ცნობილია ზუსტად: რიცხვი ერთი მილიარდი დილარი მიღწეულ იქნა 1980 წლის 13 დეკემბერს.
ერთი დღით ადრე Apple-მა თავისი აქციები ბირჟაზე განათავსა. გასაკვირი არ არის, რომ კუპერტინოშ დაუყოვნებლივ დაიწყო მილიონობით დოლარის შემოდინება — პირველი მილიარდის ანონსმა თავისი საქმე გააკეთა.