ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1980 წლის 12 დეკემბერი

13views

Apple-ის დაფუძნება ნამდვილი ლატარეა აღმოჩნდა. ვისთვის? რათქმაუნდა, მისი სამი დამფუძნებლისათვის: ჯობსისთვის, ვოზნიაკისათვის და მარკულასათვის. იმისათვის, რომ ოცნება რეალობად ქცეულიყო, მათ დასჭირდათ გარკვეული მსხვერპლის გაღება: ჯობსმა გაყიდა თავისი მინიბუსი, ვოზნიაკმა — თავისი საინჟინრო კალკულატორი HP (საკმაოდ ძვირადღირებული მოწყობილობა იმ დროს), ხოლო მარკულამ ნაღდი ფული ჩადო: 92 ათასი დოლარი.

ლატარეამ გაამართლა. მათ მოიგეს და ჯეკ-პოტსაც გამოკრეს ხელი. ხოლო გარკვეული დროის შემდეგ საჭირო გახდა ახალ საფეხურზე გადასვლა: Apple-ის სააქციო საზოგადოებად გადაქცევა.

Apple-ის პირველი აქციები ვაჭრტობაზე 1980 წლის 12 დეკემბერს გამოჩნდა. პირველივე დღეს აქციის ფასმა მოიმატა 22-დან 29 დოლარამდე. გასაკვირი არ არის, რომ კუპერტინოს მრავალი თანამშრომელი ერთ დღეში მილიონერი გახდა.

Comments

comments

Leave a Response