ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1984 წლის 11 დეკემბერი

ცხოვრება — მაგარი მაზალო რამეა. ხანდახან ადამიანთა ბედ-იღბალი ისე უცაბედად გადაიხლართება ერთმანეთში, რომ რთული წარმოსადგენია. დღეს თითქოს ყველაფერი კარგადაა, ხვალ ყველაფერი ინგრევა. სამწუხაროდ, საკუთარი და მითუმეტეს სხვისი ბედის მართვა ჩვენ არ შეგვიძლია, თუმცა ძალიან კი ვცდილობთ. დღეს ვისაუბრებთ ჯორჯ და მარსია ლუკასებზე, რომლებსაც ოდესღაც ყველაფერი კარგად ჰქონდათ…

ეს ვარსკვლავური წყვილი მცირე ხნით მთელ მსოფლიოს იდეალურ წყვილად მიაჩნდა. ლუკასების კავშირი ნელა, მაგრამ უცილობლად გადაედინებოდა ოჯახურიდან შემოქმედებითში. თუმცა, როგორც ცნობილია, ჰოლივუდური ქორწინებები იშვიათად გრძელდება სამუდამოდ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

მშვენიერი კავშირის ჰარმონია არა უბრალოდ დაირღვა, არამედ ნაფლეთებად იქცა. ჯორჯს სურდა საკუთარი ბიზნესის შენარჩუნება, ხოლო მარსიასათვის საკმარისი იყო მხოლოდ ნახევარი წილი და არცერთი პროცენტით ნაკლები. თანაც მხოლოდ ნაღდი ფულით.

კი მაგრამ, იკითხავს მავანი ჩაკბეჩილი ვაშლის მოყვარული, მითუმეტეს მოძულე: რა შუაშია აქ Apple? ახლავე აგიხსნით. როდესაც ლუკასი იძულებული გახდა მრავალმილიონიანი ალიმენტი გადაეხდა, სხვა გზა რა დარჩენოდა, თუ არა მისი კომპიუტერული გრაფიკის სტუდიის, Lucas Film-ის გაყიდვა. ჯორჯი ძალიან დიდხანს ვერ ელეოდა თავის სტუდიას, თუმცა საბოლოოდ მაინც გაყიდა.

სტუდია 10 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველი გახლდათ სტივ ჯობსი. აი, ასე გაჩნდა სტუდია Pixar, რომელიც თავის წარმოშობას ლუკასების განქორწინებას უნდა უმადლოდეს.

ხელშეკრულების გაფორმება 1984 წლის 11 დეკემბერს მოხდა.

Related posts