ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1996 წლის 10 დეკემბერი

1990-იანი წლებისათვის Apple-ში სულ უფრო მეტს ფიქრობდნენ, თუ როგორ გადაერჩინათ კომპანია და გამოეყვანათ კრიზისიდან. ხოლო სტივ ჯობსი, რომელიც იმ დროს სულ სხვა საქმეებით იყო დაკავებული, სულ უფრო ხშირად ფიქრობდა საკითხზე, რომ მას შემოსავლის არა უბრალოდ მუდმივი, არამედ საიმედო წყაროც ესაჭიროებოდა. მისი კომპანია NeXT, რომელსაც სახელი გადაარქვეს და NeXT Software უწოდეს, ასეთი არ იყო. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. Apple-ისთვისაც და სტივისთვისაც.

Apple-ის და NeXT-ის გაერთიანების შესახებ პირველი საუბარი უფრო ჰგავდა ჩაყლაპვის მცდელობას ჯერ კიდევ 1994 წელს. მაგრამ ერთი საუბრით საქმე არ დასრულებულა. მოლაპარაკებები ორი წელი გრძელდებოდა.

ორი წლის შემდეგ Apple-მა გამოაცხადა, რომ აპირებს კომპანია NeXT-ის შეძენას 427 მილიონ დოლარად. ხელშეკრულება 1996 წელს დასრულდა. ხოლო იმავე წლის 10 დეკემბერს სრულიად შეთანხმდა ყველა პირობა, რის მიხედვითაც სტივი ბრუნდებოდა მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში და ზუსტად 10 დღის შემდეგ, 20 დეკემბერს ის დაბრუნდა Apple-ში, როგორც თავმჯდომარის მრჩეველი.

Related posts