ადრე იყო მითქმა-მოთქმა თუ როგორ არ მოეწონათ მომხმარებლებს iOS 7-ი, თუ როგორი ცუდი ნაბიჯი გადადგა Apple-მა დიზაინის რადიკალურად შეცვლით. თუმცა, ცოტა ხნის წინ Apple-მა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია სადაც აღნიშნულია რომ მათი მოწყობილობების სამ-მეოთხედზე მეტი მუშაობს iOS 7-ზე.
გაზომვა მოხდა App Store-ის საშუალებით, რომელიც დასრულდა 1 დეკემბერს. მათი მონაცემებით 74%-ი iPhone-ების, iPad-ების და iPod Touch-ების იყენებენ iOS 7-ს. უხეშად რომ ვთქვათ 4-დან 3-ი მოწყობილობა აღჭურვილია Apple-ის iOS ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსიით.
თქვენ გიყენიათ iOS 7?