ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1975 წლის 8 დეკემბერი

59views

თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „ეს რომ მაშინ ასე არ მომხდარიყო, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა“. ასეთი ისტორია აქვს აგრეთვე კომპანიასაც კუპერტინოდან. რომ არ მისულიყო ერთხელ სტივ ჯობსი ერთ ჩვეულებრივ საცალო მაღაზიაში, სახელად Byte Shop, ახლა შესაძლოა Apple არ ყოფილიყო ისეთი, როგორც ჩვენ ის ვიცით.

ალბათ, მკითხველს გაუჩნდება კითხვა: „რა მაღაზიაა საერთოდ ეს Byte Shop და რა კავშირშია Apple-თან?“ — როგორც ჩანს თქვენ არ ხართ საქმის კურსში, არაუშავს, ახლავე მოგიყვებით.

სწორედ რომ მაღაზია Byte Shop გახდა Apple-ის პირველი მსხვილი კლიენტი. ამ მაღაზიაში მივიდა სტივ ჯობსი და მოელაპარაკა მის მფლობელს 50 ცალი Apple I-ის გაყიდვის შესახებ. ამ ხელშეკრულების დამსახურებაა, რომ Apple-მა შემდგომში შეძლო შემდგომი განვითარება.

ამიტომ რაღაც გაგებით Byte Shop შეგვიძლია პირველ Apple Store-დაც ჩავთვალოთ — თუნცად ცოტა ხნით, მაგრამ ის Apple-ის გაყიდვების 100%-ს ფლობდა.

Byte Shop გახსნა პოლ ტერელმა 1975 წლის 8 დეკემბერს.

Comments

comments

Leave a Response