ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1992 წლის 7 დეკემბერი

20views

ოდესღაც, დიდი ხნის წინ, როდესაც კომპანია Microsoft მხოლოდ იწყებდა მუშაობას თავის საოპერაციო სისტემაზე Windows, ბილ გეითსი მივიდა თავის ინჟინრებთან და განუცხადა: „მე მინდა მივიღო Mac PC-პლათფრომაზე“. ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ, ათეული წლის შემდეგ, იგივე საკითხი დადგა უშუალოდ Apple-ის შტაბ-ბინაშიც.

მას შემდეგ, რაც მსგავსი საკითხი დადგა, პრაქტიკულად დაუყოვნებლოვ კუპერტინოში გაეშვა ახალი პროექტი, სახელად Star Trek. მისი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, შესაძლებელი გამხდარიყო Mac OS-ის Intel-პროცესორებზე გაშვება.

ენდი გროუვი, Intel-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა ამ იდეას. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ბილ გეითსზე, რომელმაც პროექტი შეადარა: „ქათამზე ტუჩის პომადის წასმის მცდელობას“.

Apple-ის დეველოპერები ამოცანას გაუმკლავდნენ და უკვე 1992 წლის 7 დეკემბერს კუპერტინოში შედგა Mac OS-ის Intel-ზე გაშვების პირველი პრეზენტაცია. მცირე ხნის შემდეგ, როჯერ ჰეინენი, პროექტის Star Trek ხელმძღვანელი, „სრულიად შემთხვევით“ დატოვებს კუპერტინოს და გადაბარგდება რედმონდში, Microsoft-ის შტაბ-ბინაში, ხოლო მისი პროექტი დაიხურება.

Comments

comments

Leave a Response