ხრიკები 

მესიჯების გაგზავნა ნოტიფიკაციის ცენტრიდან

OS X-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად, პირდაპირ ნოტიფიკაციის ცენტრიდან გააგზავნოთ მესიჯები. სანამ გავგზავნით ჯერ უნდა ჩავურთოთ ეს ფუნქცია ნოტიფიკაციის ცენტრს. ამისათვის შევდივართ System Preferences > Notification Center, ჩამოვდივართ Share Buttons-ზე და ვნიშნავთ Show share buttons in Notification Center.

ამით ასევე აქტიურდება პირდაპირ ნოტიფიკაციის ცენტრიდან Twitter-ზე და Facebook-ზე სტატუს მესიჯების დაწერის საშუალება.

მესიჯის გასაგზავნად ვაჭერთ Messages.

შემდეგ ვირჩევთ კონტაქტს ვისაც ვუგზავნით, ვწერთ ტექსტს და გასაგზავნად ვაჭერთ Send-ს.

ასევე თქვენ შეგიძლიათ მოსულ მესიჯს იქვე, ნოტიფიკაციიდანვე უპასუხოთ (Quick Reply). ამ მეთოდით თქვენ არ გჭირდებათ Messages აპლიკაციის ჩართვაც კი.

ეს ძალიან მოსახერხებელი საშუალებაა მესიჯების გაგზავნის, რაც საკმაოდ დასანანია რომ აკლია iOS-ს. წინა ვერსიებში შესაძლებელია იყო პირდაპირ ნოტიფიკაციების ცენტრიდან Facebook-ზე ან Twitter-ზე პოსტის გაკეთება, თუმცა უახლეს ვერსიაზე ეს ფუნქცია ამოღებულია. ვიმედოვნოთ რომ მომავალ ვერსიებში დაემატება და მსგავსად OS X-ისა შესაძლებელი იქნება სწრაფად მესიჯების გაგზავნა.

წყარო: osxdaily.com

Related posts