ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 5 დეკემბერი

საკუთარი ინტერნეტ-მაღაზია Apple-მა 16 წლის წინ გახსნა, შორეულ 1997 წელს, როდესაც მრავალი კომპანია, ისევე როგორც მომხმარებელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ბუნდოვნად და არაერთგვარეოვნად წარმოიდგენდა, თუ რა იყო ინტერნეტი. მაგრამ თუ ინტერნეტის საჭიროების აღქმა საკმაოდ სწრაფად მკვიდრდებოდა, იგივეს ვერ ვიტყვით ელექტრონული კომერციის საჭიროების გაგებაზე. რის გამოც ეს სფერო მრავალი კომპანიისათვის ხანგძლივი დროის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა.

თუ ვისაუბრებთ Apple-ის ონლაინ-მაღაზიის თავდაპირველ ვარიანტზე, მის მთავარ თავისებურებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ Mac-ის სპეციალური მოდელის შერჩევა, სასურველი კონფიგურაციის აწყობა.

იმის თქმა, რომ Apple-ის ინტერნეტ-მაღაზიების ეპოპეა ისევე სწრაფად ვითარდებოდა, როგორც მაგალითად iTunes Music Store-ის, არ შეიძლება. თუმცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ფრიად პოზიტიურად აშუქებდნენ კომპანიის ამ ნოვაციას, ხოლო მომხმარებლები აღფრთოვანებული იყვენენ მაღაზიის არსებობით.

2002 წლის 5 დეკემბერს, გახსნიდან ხუთი წლის შემდეგ, Apple-ის ონლაინ-მაღაზია მოამსახურა თავის მემილიონე მომხმარებელს. და ამ დღეს გასაგები გახდა: ფულის შოვნა მხოლოდ საცალო გაყიდვებით შეიძლება.

Related posts