ხრიკები

აპლიკაციების იძულებით გამორთვა OS X-ში

64views

მიუხედავად იმისა რომ OS X-ს აქვს რეპუტაცია იმის რომ იშვიათად იჭედება, იშვიათად ეკიდება აპლიკაციები, მაინც არის შესაძლებელი რომ რომელიმე აპლიკაცია რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს სისტემას. იმისთვის რომ მოვძებნოთ ეს აპლიკაცია და იძულებით გავთიშოთ ვაკეთებთ შემდეგს:

  1. ზედა მენიუში დააჭირეთ ვაშლის  ნიშანს და აირჩიეთ Force Quit.
  2. გაიხსნება ფანჯარა სადაც იქნება ჩამონათვალი თქვენს მიერ აქტიური აპლიკაციებისა. აირჩიეთ ის რომლის გათიშვაც გსურთ. ის რომელიც “ცუდად იქცევა” გვერდით ეწერება Not Responding.
  3. არჩევის შემდეგ დააჭირეთ Force Quit-ს.

სულ ეს არის. თქვენს მიერ არჩეული აპლიკაცია მთლიანად გაითიშება და შეგეძლებათ თავიდან ჩართვა. თუ ის აგრძელებს დაკიდებას, ამ შემთხვევაშია უმჯობესია მთლიანად გაუკეთოთ Uninstall-ი და თავიდან დააყენოთ.

Comments

comments

Leave a Response