ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 4 დეკემბერი

1997 წლის ბოლო Apple-ის შტაბ-ბინაში ფრიად დაძაბული გახლდათ. ისე ჩანდა, თითქოს კომპანიის ხელმძღვანელის ძებნამ აპოგეას მიაღწია. სტივ ჯობსი, რომელიც თითქოს დაბრუნდა კუპერტინოში, ყველა ძალებით იცავდა თავის „დროებითი დირექტორის“ სტატუსს, თუმცა კომპანიის დირექტორთა საბჭო მაინც განაგრძობდა ახალ-ახალი კანდიდატების ძებნას.

შესაძლო, პოტენციური ხელმძღვანელების სია სულ უფრო მცირდებოდა. შედეგად, ის სრულიად ამოიწურა და საბჭოს ისღა დარჩენოდა, რომ სრულიად მოულოდნელი კანდიდატებიც კი განეხილა.

ასე მაგალითად ჯერი Chrysler Motors-ის მეთაურზე — ლი იაკოკაზეც მიდგა. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ინტერნეტის გამო ჩაიშალა. ჭორები იაკოკას შესაძლო დანიშვნის შესახებ ქსელში გავრცელდა იმდენად სწრაფად, რომ ამის შესახებ ჯერი იორკმა, Apple-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და იაკოკას მეგობარმაც გაიგო. თანაც ჭორები გზაში იმდენად დამახინჯდა, რომ ჯერიმდე მისული ჟღერდა, თითქოს იაკოკა უკვე დაინიშნა ხელმძღვანელად.

აი რა უპასუხა ჯერი იორკმა მყისეულად:

არაფერი არ შეიძლება იყოს სიმართლისგან იმდენად შორის, რამდენადაც ეს მტკიცებულება.

შედეგად, ლი იაკოკას კანდიდატურაც „უარყოფილი“ იქნა 1997 წლის 4 დეკემბერს. რათქმაუნდა, ძნელი შესადარებელია ლი სტივ ჯობსთან, მაგრამ რომ არა ჯობსი, იაკოკა არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი. გაიხსენეთ, თუ რამდენი რამ გააკეთა მან Ford-ში და Chrysler-ში — ეს ნამდვილად იმსახურებს აღიარებასა და პატივსიცემას.

Related posts