ხრიკები

როგორ გავთიშოთ მენიუს ზოლი გარე მონიტორზე

46views

OS X Mavericks-მა ბევრი განახლება მიიღო, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცვლილებებზე, რომლებიც დაკავშირებულია რამოდენიმე მონიტორით ერთდროულ მუშაობასთან. ასე მაგალითად, როდესაც თქვენ ცვლით „სამუშაო დაფას“ ერთ-ერთ ეკრანზე, სხვა ეკრანზე ის არ იცვლება, რაც ფრიად მოსახერხებელია (შეგახსენებთ, რომ წინამორბედ ვერსიაში „სამუშაო დაფა“ ყველგან იცვლებოდა). მაგრამ ზოგიერთი მოუხერხებელი მომენტი მაინც დარჩა. მაგალითად, რა საჭიროა მენიუს ზოლი ორივე მონიტორზე? რათქმაუნდა არ არის საჭირო. მაშინ მოდი გამოვრთოთ.

გარე მონიტორზე მენიუს ზოლის გამოსართავად, უნდა შეხვიდეთ „System Preferences“ —> Mission Control და მოხსნათ თოლია წარწერის „Dispalys have separate Spaces“.

მინიჭებული პარამეტრის შესანახად საჭიროა სისტემიდან გამოსვლა და ხელახალი შესვლა (Log out). ამის შემდეგ თითოეულ ეკრანზე გაჩნდება დამოუკიდებელი სივრცე, რომელთა შორის გადართვა შესაძლებელია მაუსის, ან ტრეკპადის მეშვეობით. მხოლოდ ერთ ეკრანზე იქნება მენიუს ზოლი და Dock.

Comments

comments

Leave a Response