ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1991 წლის 3 დეკემბერი

66views

Mac-ის ყველა მომხმარებელი (და არა მარტო ისინი), უკვე დიდი ხანია იცნობს Apple-ის პროპრიეტარულ ტექნოლოგიებს, კერძოდ QuickTime-ს. მომხმარებელთა დამოკიდებულება ამ ტექნოლოგიასთან არაერთგვაროვანია: უკიდურესი სიყვარულიდან სიძულვილამდე. მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან ხშირად ვიყენებთ მას.

QuickTime შემუშავდა Apple-ის ლაბორატორიებში ჯერ კიდევ 1991 წელს. მისი საჭიროება განპირობებული იყო მულტიმედიური შიგთავსის დაკვრის გამო: ციფრული ვიდეო, ხმა, ტექსტი, ანიმაცია, მუსიკა და პანორამული გამოსახულებები სხვადასხვა ფორმატში.

უფრო მეტიც, QuickTime წარმოადგენს აგრეთვე მულტიმედიურ ფრეიმვორკს, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სხვა აპლიკაციებს, მაგალითად iTunes, iMovie, Final Cut. თუმცა ნუ ჩათვლით, რომ ეს ტექნოლოგია მხოლოდ მოკბეჩილ პროგრამებში გამოიყენება. ამ ფრეიმვორკს იყენებენ მესამე კომპანიებიც, მაგალითად Adobe მას იყენებს Photoshop-სა და Video Studio-ში.

QuickTime-ის დებიუტი 1991 წლის 3 დეკემბერს მოხდა.

Comments

comments

Leave a Response