ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1996 წლის 2 დეკემბერი

24views

1996 წელს კუპერტინოს კომპანიის მომავალი გაურკვევლობით იყო მოცული. Apple-ს ესაჭიროებოდა სრულიად თანამედროვე საოპერაციო სისტემის გამოშვება, რომელიც მომავალი თაობის სისტემა გახდებოდა. პრობლემა იმაში გახლდათ, რომ Apple-ს არ შეეძლო მისი შექმნა. და მაშინ კუპერტინომ მიიღო გადაწყვეტილება უცხო კომპანიებისათვის მიემართა.

„ერთი ხილის კომპანიისათვის“ ამ რთულ პერიოდში სტივ ჯობსი, როგორც ცნობილია, თავის შტაბ-ბინაში იმყოფებოდა და არც მას ჰქონდა საქმეები კარგად. დიახ, კინოსტუდია Pixar-მა მოგების მოტანა დაიწყო და როგორც იქნა უზარმაზარი დანახარჯების ამოღება. მაგრამ აი კომპანია NeXT-ს საქმეები ვერ ჰქონდა კარგად. ჯობსმა გადაწყვიტა კომპანია ბირჟაზე გაეყვანა, იმ იმედით, რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა. თუმცა ბოლოს გადაიფიქრა.

მაგრამ სიტუაცია Apple-ისთვისაც და სტივ ჯობსისთვისაც კარდინალურად შეიცვალა ელენ ჰენკოკის წყალობით, რომელიც იმ დროს Apple-ის დეველოპინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ელენმა აღმოაჩინა, რომ Unix, მცირე დამუშავების შემდეგ სრულიად შესაძლოა გახდეს მომავალი საოპერაციო სისტემის საფუძველი. ხოლო ამ სამუშაოს შესრულება ვის შეუძლია, თუ არა სტივ ჯობსს? შედეგად სტივი Apple-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მიიწვიეს, რათა ეს საკითხი გადაეწყვიტათ.

1996 წლის 2 დეკემბერს სტივ ჯობსი გამოჩნდა Apple-ის შტაბ-ბინაში, სადაც შედგა მისი შეხვედრა ელენ ჰენკოკს, გილ ამელიოსა და დუგლას სოლომონთან.

Comments

comments

Leave a Response