ეს დღე ისტორიაში 

[ეს დღე ისტორიაში] 2001 წლის 1 დეკემბერი

Final Cut-ს ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი Apple-ის ისტორიაში. მაგრამ თავიდან ეს პროგრამა სულაც არ იყო Apple-ის: ის შემუშავდა კომპანია Macromedia-ში, რომლემაც ერთ მშვენიერი დღეს გადაწყვიტა გაეყიდა თვისი პერსპექტიული და ძვირადღირებული გამოგონებები, რათა მეტო დრო დაეთმო ვებ-აპლიკაციებისათვის.

სწორედ ამ მშვენიერ დღეს, როდესაც Macromedia-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, სცენაზე გამოჩნდა Apple, რომელმაც არ იკმარა პროგრამაზე უფლებების გამოსყიდვა და ყველა საკვანძო დეველოპერიც თავისთან წაიყვანა.

Macromedia-ს დეველოპერები ნამდვილი სისხლის გადასხმა იყო Apple-ისათვის. ვიდეოს არახაზური მონტაჟის პროგრამამ ნამდვილი ფურორი მოახდინა მომხმარებელთა შორის. უფრო მეტიც, Adobe-ც კი შოკირებული დარჩა ამ ნაბიჯით კონკურენტის მხრიდან.

Apple არ გაჩერდა მიღწეულ შედეგებზე და შემდეგი წლების განმავლობაში Final Cut ნამდვილ შედევრად აქცია. ეს მოხდა მესამე ვერსიაში.

Final Cut 3.0-ის დებიუტი 2001 წლის 1 დეკემბერს მოხდა.

Related posts