კომპიუტერი iMac G5 კომპანია Apple-ის ნამდვილ შედევრად შეგვიძლია ჩვთვალოთ. კუპერტინომ შეძლო ყველაფერი იმის შერწყმა, რაზეც ასე დიდხანს ოცნებობდნენ მომხმარებლები და რის გამოც მისი არშეყვარება უბრალოდ არ შეიძლებოდა: მოდური და თანამედროვე ფორმ-ფაქტორი, პროცესორი PowerPC G5, არაჩვეულებრივი ტექნიკური მახასიათებლები და ასე შემდეგ. ამ კომპიუტერმა პრაქტიკულად მყისიერად დაიმსახურა არა მარტო ანალიტიკოსებისა და პრესის სიმპათია და ყურადღება, არამედ ჩვეულებრივი მომხმარებლებისაც, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.
აი, რას წერდა, მაგალითად მარკ კელნერი Washington Times-ისათვის:
ხვალ რომ კომპანია Apple-ს მიწა გაუსკდეს და ქვესკნელში ჩავარდეს, Mac-ებისთვის დღეიდან რომ კოდის არცერთი სტრიქონი არ დაიწეროს, კომპიუტერი iMac G5 მაინც ყველაზე მსხვილი მიღწევა იქნება ამ კომპანიისათვის.
შედეგად, სრულიად ლოგიკური გახდა ის ფაქტი, 2004 წლის 30 ნოემბერს Washington Times-მა მას „წლის კომპიუტერი“ უწოდა. მან ეს დაიმსახურა. და ეს დაიმსახურა ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მის შექმნაზე მუშაობდა — მთლიანად კომპანია Apple-მა.