ეს დღე ისტორიაში

[ეს დღე ისტორიაში] 1995 წლის 29 ნოემბერი

69views

ოდესაღაც სტივ ჯობსი კონოკომპანია Pixar-ის ერთპიროვნული მმართველი იყო. ასეთი იყო ჯობსი მაშინ, როდესაც Pixar ყიდდა კომპიუტერებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და იღებდა ანიმაციურ ფილმებს. მაგრამ როდესაც საუბარი წავიდა იმაზე, რომ Pixar-ს დიდი მოგებები უნდა მოეტანა, შეიცვალა ავსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის, შეიცვალა თვით სტივ ჯობსიც.

ალბათ ყველას გახსოვთ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი კინოკომპანია Pixar-ის ისტორიიდან, როდესაც მან ხელშეკრულება დადო მეორე კინოკომპანიასთან — Disney და მას გადასცა თავის სამი სრულმეტრაჟიანი ფილმის გავრცელების უფლება. სტივ ჯობსმა რათქმაუნდა ძალიან სწრაფად გაიაზრა, რომ არ სურს და არ არის მზად მუდმივად იყოს ამ გიგანტის თვალყურის დევნების ქვეშ და გრძნობდეს მის ზეწოლასა და ზემოქმედებას.

მცირეოდენი დროის დახარჯვის შემდეგ, სტივ ჯობსი მიხვდა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების ყველა სწრაფი გზა — Pixar-ის უცხო ინვესტორებისთვის გახსნაა, ანუ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გასვლა. ამ საკმაოდ რთული პროცედურის შესრულებისათვის დრო საკმაოდ სკურპულოზურად შეირჩა — Pixar-ის აქციები გაყიდვა მულტფილმის „სათამაშოების ისტორია“ ეკრანებზე გამოსვლისთანავე მოხდა, რამაც მყისეულად მიიპყრო საზოგადეობისა და პრესის ყურადღება.

1995 წლის 29 ნოემბერს სტივ ჯობსმა დატოვა მილიონერთა კლუბი და მილიარდელთა კლუბში გადაინაცვლა, ვინაიდან აქციების განთავსებისთანავე, მათმა ფასმა 22-დან 39 დოლარამდე მოიმატა.

Comments

comments

Leave a Response