კინოკომპანია Pixar-ის პირველ წარმატებაზე უკვე ვისაუბრეთ და ვიცით, რომ ის „სათამაშოების ისტორიასთან“ ერთად მოვიდა. ამ წარმატების შემდეგ, Pixar-ში ენთუზიაზმა იმატა და მორიგი წარმატებაც მოვიდა.
მას ერქვა ფლიკი. ფლიკი ნამდვილი გამომგონებელი იყო, რომელსაც პრაქტიკულად არაფრის არ ეშინოდა. ფილიკი, ისევე როგორც სხვა ჭიანჭველები კოლონიაში (სულ დამავიწყდა მეთქვა, ფლიკი — ჭიანჭველას სახელია), მთელი დღე საჭმელს აგროვებს კალიებისათვის. მაგრამ ერთხელ მოხდა იაღლიში და შეგროვებული საკვები წყალში აღმოჩნდა. ამ შემთხვევის შემდეგ კალიებმა გაზარდეს ხარკის ოდენობა. უშიშარმა ფლიკმა გადაწყვიტა არ დაეშვა ასეთი გაუგონარი თავგასულობა. ამ მომენტიდან ჭიანჭველები ბრძოლას იწყებენ თავისუფლებისათვის…
მიხვდით ხომ, რაზეა საუბარი? საუბარია მულთფილმზე, სახელად „ხოჭოების ცხოვრება“, რომლის პრემიერა 1998 წლის 25 ნოემბერს მოხდა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ მულტფილმა დაუმტკიცა თავის შემქმნელებს ერთი ფრიად საინტერესო თეორია: იმისათვის, რომ ნამდვილი ბესტსელერი გახდე, არაა საჭირო ჩახუჭუჭებული სიუჟეტი, საკმარისია გრაფიკა მთლიანად ციფრულ 3D-ში შექმნა.