კინოინდუსტრიაში კარგად არიანს ცნობილი ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Warner Brothers, Paramount, Universal, Sony და MGM. პრინციპში, სწორედ ისინი არიან კინოინდუსტრია. 2002 წელს ამ კომპანიებმა გამოიჩინეს ერთულოვნება და გამოაცხადეს ერთობლივი პროექტის გაშვების შესახებ. რომელიც ეხებოდა ფილმების ინტერნეტით გაყიდვას. ოღონდ, გთხოვთ არ იფიქროთ iTunes Store-ზე.
კინოკომპანიებს Warner Brothers, Paramount, Universal, Sony და MGM იმ მომენტისთვის არ ჰქონდათ გადაცემული თავისი შიგთავსი Apple-ისათვის, სამაგიეროდ თვითონ სცადეს ამ სახის დისტრიბუციის მოწყობა.
ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ პროექტი წარმოადგენდა ვებ-გვერდს, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო 20-30 დოლარად ჩამოეტვირთა ფილმი. საიტის სახელი გახლდათ „MovieLink“, ხოლო ფილმები მხოლოდ Windows Media Video ფორმატში იყო წარმოდგენილი. ჩამოტვირთვის შემდეგ, ფილმის ყურება სამ კომპიუტერზე იყო შესაძლებელი. პორტატულ მოწყობილობებზე, ან DVD-დისკზე ჩაწერა გამორიცხული იყო.
ალბათ უკვე გასაგებია, თუ რა ბედი ელოდა ამ პროექტს. ახლა ცოტას თუ ახსოვს ამ პროექტის შესახებ. სულ პირველი მომხმარებლები, რომლებმაც გაბედეს და ამ საიტზე შეიძინეს ფილმები, ჩიოდნენ მრავალრიცხოვანი შეცდომების გამო და აგრეთვე ფილმების მაღალ ფასზე.
სერვისი MovieLink გაიხსნა 2002 წლის 24 ნოემბერს, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეში გასაგები გახდა, რომ უფრო ადვილია მისი დახურვა, ვიდრე ბოლომდე მოწესრიგება.